„თუკი მას რეალობა აინტერესებს და არა გარკვეული პოლიტიკური პროექტის პროპაგანდისტობა, საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლებთანაც ჰქონოდა შეხვედრა, უფრო მეტს გაიგებდა.”,- ამის შესახებ განცხადება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ამერიკელი გენერლის განცხადებების შეფასებისას გააკეთა.
ქადაგიშვილის თქმით, ის არის ოპოზიციურ, ლობისტურ მოქმედებაში ჩართული პირი და აკეთებს შესაბამის ოპოზიციისათვის სასარგებლო განწყობებს
„თუკი მას რეალობა აინტერესებს და არა გარკვეული პოლიტიკური პროექტის პროპაგანდისტობა, საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლებთანაც ჰქონოდა შეხვედრა, უფრო მეტს გაიგებდა. მისი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ნულია, რა განცხადებასაც უნდა იმას გააკეთებს, ის არის ოპოზიციურ, ლობისტურ მოქმედებაში ჩართული პირი და აკეთებს შესაბამის ოპოზიციისათვის სასარგებლო განწყობებს. მას თავისი ინტერესი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარეობს მისი განცხადებები,” – განაცხადა ქადაგიშვილმა