„ჩვენ მოგვიწია ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა იმისათვის, რომ ამ გეოპოლიტიკური ომის პირობებში, საქართველო არ ყოფილიყო ისეთივე სავალალო მდგომარეობაში და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, როგორც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაა“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილის სიტყვებით, „მომიტინგეებს, რომლებიც დღეს ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღის მისალოცად შეიკრიბებიან, მისთვის და ხელისუფლებისთვის მადლობა აქვთ სათქმელი“.
„ძალიან დიდი ძალისხმევა იყო დახარჯული უცხოეთიდანაც და აქ მყოფი მათი მეხუთე კოლონის მხრიდანაც.
დღესაც, ეს საფრთხე ჯერ კიდევ საქართველოს წინაში დგას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს პერიოდი შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა.
დღესაც, რომ შეიკრიბებიან მომიტინგეები ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღის მისალოცად, კარგად გაიხსენონ და დაუკვირდნენ იმას, რომ სწორედ ამ კაცის და ამ ხელისუფლების დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოში მშვიდობაა, რომ დღეს მათი სახელები, როგორც ომის გამჩაღებლების და შემდეგ საქართველოს უბედურად დამარცხების მემატიანეებად არ იქნება შეტანილი, მადლობა აქვთ სათქმელი ამ სწორედ ამ ხელისუფლებისა და ამ ადამიანის წინაშე, რომ დღეს საქართველო ამ გეოპოლიტიკური ცვლილებების დროს, მშვიდობით და თავისი მყარი პოზიციებით ხვდება“, – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.