LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ქადაგიშვილი: ინაუგურაციაზე წასვლის თემით ოპოზიცია სპეკულირებს, რომ აქვთ უფრო მეტი საერთაშორისო წვდომა, ინაუგურაციაზე გარკვეული ადგილები გარკვეულ ფასადაც იყიდება

148
ირაკლი ქადაგიშვილი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას 200 000-მეტი ადამიანი ესწრება, ინაუგურაციაზე გარკვეული ადგილები გარკვეულ ფასადაც იყიდება და მსურველს შეუძლია, დასწრების ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ინაუგურაციაზე წასვლის თემით ოპოზიცია სპეკულირებს.

„ჩვენ კი სულ სხვა თემაზე გვაქვს საუბარი, იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს, გამომდინარე მის მიერ დაანონსებული ცვლილებებისა გეოპოლიტიკაში, შესაძლებლობა მიეცემა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა თვისობრივად გადაიტვირთოს. საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა იყოს განსხვავებული, ვიდრე ეს იყო წარსული პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში. აქ ეს არის მთავარი, დანარჩენი, რითაც დღეს ოპოზიცია სპეკულირებს, მეათე ხარისხოვანია, რომელსაც სპეკულაციის გარდა სხვა რაიმე მნიშვნელობა თუ კონკრეტული მიზანი საქართველოსთვის არ აქვს. რაზე ისაუბრებენ ისინი იქ, რა თქმა უნდა, ისაუბრებენ საქართველოს საწინააღმდეგო საკითხებზე, დასანქცირება და ა.შ., რადგან საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g