სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი თავისი მოქმედებებით, გახდა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის მებაირახტრე, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„გამომდინარე აქედან, მოუწია კონსტიტუციის უხეშად დარღვევა. საინტერესო იქნება, რომ მისი ეს ქმედებები კი არ შეაფასონ ცალკეულმა პოლიტიკოსებმა ან უცხოელმა ლობისტებმა, არამედ სამართალმა – კონსტიტუციურმა სასამართლომ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს.