LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ქადაგიშვილი: „ზურაბიშვილი საკუთარ თავს ალბათ ახალი თაობის პოლიტიკოსად მიიჩნევს, გამრუდებულ სარკეში ჩახედული ადამიანის განცხადებაა“

159
ირაკლი ქადაგიშვილი და სალომე ზურაბიშვილი

„სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს ალბათ, ახალი თაობის პოლიტიკოსად მიიჩნევს, გამრუდებულ სარკეში ჩახედული ადამიანის განცხადებაა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს როგორც ჩანს, ახალგაზრდული ენერგია აქვს და ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას ცდილობს.

„სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს ალბათ, ახალი თაობის პოლიტიკოსად თვლის, ხოლო შალვა პაპუაშვილს, ირაკლი კობახიძეს, მინისტრების ახალ შემადგენლობას და პარლამენტში ახალ დეპუტატებს, ძველ თაობად თვლის?

„მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც დღეს კადრები ვნახეთ“ – სალომე ზურაბიშვილი

როგორც მან აღნიშნა, დღეს დეპუტატები პარლამენტში „გაყინული სახეებით“ ისხდნენ, რადგან მათ იციან, რომ არიან „გაყალბებული არჩევნების შედეგი“.

გამრუდებულ სარკეში ჩახედული ადამიანის განცხადებაა. ეტყობა, ახალგაზრდული ენერგია აქვს და ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას ცდილობს“. – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პრეზიდენტი: „შავი ორშაბათი“ საქართველოში: პოლიცია და სპეცრაზმი იცავენ კარს, რომლის მიღმაც „ქართული ოცნების“ მონები კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და დასცინიან ჩვენს პარლამენტს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g