მენაშენეთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი ლვოვში მყოფ მეგობარზე დაყრდნობით წერს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთანავე უკრაინაში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა.
ამის შესახებ ირაკლი როსტომაშვილი საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე წერს:
„ერთ მეგობარს ველაპარაკე ლვოვში.
კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთანავე უძრავი ქონების ფასი 20% -ით გაიზარდა.
ანუ ხალხი, თითოეული ოჯახი 3 დღეში 20%- თ გამდიდრდა.
იგივე ხდება მოლდოვაში.
წარმოიდგინეთ, ჩვენც რომ მიგვეღო ეგ სტატუსი, თქვენი ბინა 23 ივნისს თუ ღირდა 50 000, დღეს ეღირებოდა 10 000 -თ მეტი…“, – წერს ირაკლი როსტომაშვილი.