LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი რუსაძისა და დევიდ გიორგაძის კოლექციის ჩვენება

73

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში ირაკლი რუსაძისა და დევიდ გიორგაძის 2016-17 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა. დიზაინერები საკმაოდ ფერად ზამთარს გვთავაზობენ. გამოყენებულია კრემისფერი, ნარინჯისფერი, ლურჯი, ცისფერი და შავი ფერები. კოლექცია ხარისხით გამოირჩეოდა, დიზაინერებმა იმუშავეს ნატურალურ ტყავზე, კოტონზე, ტრიკოტაჟზე, შალსა და ვისკოზაზე.

კოლექცია მთლიანად თავისუფალ გამოხატულებებზეა. კონსტრუქციების პოვნა თანამედროვე დროის მთლიან ენერგიას და ხასიათს პირდაპირ აჩვენებს. თითოეულ ლუქში შეგვიძლია ვიპოვოთ საკუთარი თავი. ყველა სამოსი გამოხატავს ემოციური ბექრაუნდის მქონე ადამიანს, რომელმაც არ იცის, რომ ხედავენ.

უცხოელი ბაიერები დაინტერესდნენ კოლექციით და ლუქბუქების გადაგზავნას ელოდებიან. ირაკლის და დევიდის ბრენდს კი SITUATIONISTS ჰქვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები