LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი სასანია და ირინა წაქაძე  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ – ჯანდაცვის სამინისტრო

316
ირაკლი სასანია და ირინა წაქაძე  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ - ჯანდაცვის სამინისტრო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები, ირაკლი სასანია და ირინა წაქაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, განხილული იყო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, დასაქმება და აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკა, ფინანსური მდგრადობა, ასევე – სახელმწიფოს პრიორიტეტები, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით.

მხარეებმა, ყურადღება გაამახვილეს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდაზე, სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და სოციალური პროგრამების განვითარებაზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებმა, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g