LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი შოთაძის თქმით, 2019-ში ზურაბიშვილის მიერ შეწყალებაზე დაწყებული გამოძიება გრძელდება

188
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმართა შეწყალებაზე 2019 წელს დაწყებული გამოძიება გრძელდება. კითხვაზე, შესაძლოა, რომ სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს, შოთაძე აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება.

„მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობით შეზღუდულია, პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება.

მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმპიჩმენტის შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი ან სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ჩადენა.

გამოძიება გრძელდება, ეს დაწყებულია რამდენიმე წლის წინ საჯაროდ გავრცელებულ გარემოებებზე შესაძლო დანაშაულების ფაქტზე“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კითხვას, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა თუ არა, რომ საკითხით გამოძიება დაინტერესდეს შოთაძე ასე პასუხობს:

„ამ ფაქტზე მომავალში რატომ ვლაპარაკობთ? გიხსნით, რომ გამოძიება გრძელდება და ეს გამოძიება დაწყებულია რამდენიმე წლის წინ“.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ 2019 წელს დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების, რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული მსჯავრდებულები 2019 წლის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა.

გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტის მაშინდელი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები გამოიკითხნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები