ირაკლი წერეთელი, რომელიც მეორედ არის დაოჯახებული, პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, რატომ ხედავენ მამაკაცები ხშირად ცოლში დედას:
„ცოლში დედა თუ დავინახე, რანაირად იქნება ცოლი. ჩემი ცოლიც ძალიან მზრუნველია და სულ ვეუბნები, – შენს თავს მიხედე! კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ცოლმა დედის ფუნქცია შეითავსოს, ეს კოშმარია. თუ ისეთი ქმარი შეხვდა, რომ ქალს არაფერში გამოადგა, ასეთ კაცს კიდევ აქეთ აქვს პრეტენზიები? ბედოვლათი ქმარი რად უნდა ქალს?
რამდენი ქალია წასული ოჯახიდან უცხოეთში, იქიდან ინახავენ ქმრებს…
თუ მამაკაცი ჯანმრთელია და უნდა, რომ ქალს კისერზე მოაჯდეს, ის კაცი არ არის ცოლის ღირსი. კაცმა უნდა უზრუნველყოს ცოლი ყველაფრით. როცა კაცი კოტრიალობს და წლების განმავლობაში მისი ცოლი სამუშაოდ უცხოეთშია წასული, თუ ცოტათი მაინც შეეხედება იმ ქალს, არც ის ქალი იქნება მოწყენილი. რას ჰქვია, ჩემი ცოლი უცხოეთში წავიდეს და მე აქ ვიკოტრიალო? საერთოდ გავშორდები ეგეთ ცოლს!..“