LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა: „არავის აქვს უფლება, რომ მე, ჩემს ოჯახს და ახლობლებს შეურაცხყოფა მოგვაყენოს, მომავალშიც იმავეს მიიღებენ, თუნდაც ციხეში წავიდე ან ჯარიმები გადავიხადო, ღირსება ყოველთვის მექნება, იმიტომ, რომ ქართველი ვარ“

217
ირაკლი ზარქუა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა 13 იანვარს, აბუ-დაბაში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ვიდეო: ვიქტორ სანიკიძე, ირაკლი ზარქუა და ლაშა გაბიტაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – რა კადრებს ავრცელებს ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიდან

როგორც ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, „მომავალშიც, როცა ანალოგიური პროვოკაცია იქნება, იმავეს მიიღებენ“.

„ამასთან დაკავშირებით რაც სათქმელი იყო, ვთქვი. არავის აქვს უფლება, რომ მე, ჩემს ოჯახს, ახლობლებს შეურაცხყოფა მოგვაყენოს. არანაირი თმენის ვალდებულება არ მაკავებს, როდესაც ჩემს შვილებს და ოჯახს ეხებიან. ასე რომ, მომავალშიც, როცა ანალოგიური პროვოკაცია იქნება, იმავეს მიიღებენ. თუნდაც ციხეში წავიდე ან ჯარიმები გადავიხადო, ღირსება ყოველთვის მექნება, იმიტომ, რომ ქართველი ვარ და ასე ვმოქმედებ“, – თქვა ირაკლი ზარქუამ.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თბილისში დაბრუნდნენ, ჯარიმის სახით კი 80 000 დოლარის გადახდა დაეკისრათ

ცნობისათვის, 13 იანვარს აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. აღნიშნულს წინ უძღოდა მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება.

შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი 12 იანვარს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა.

ვიდეო: „ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცხყოფა მომაყენა! მინდოდა მეთქვა რომ ისინი ასე მშვიდად ვერ იცხოვრებენ, ახალი არჩევნებია ჩასანიშნი და ხალხია გამოსაშვები ციხიდან“ – ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში მომხდარზე წერს და კადრებს გვიზიარებს

„ასეთი გადედლებული კაცები ვერასდროს მოახდენენ რევოლუციას ეს კარგად იცოდეს ყველამ! პასუხს კი ყოველთვის მიიღებენ ადეკვატურს ქართველებისგან!“ – ირაკლი ზარქუა აბუ-დაბიში მომხდარზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g