„ძალიან გააქტიურდნენ „კარენოი ნაცები“, ეტყობა, მათმა მზეთუნახავმა ბელადმა შემოუთვალა, იაქტიურეთ, რატომ არ ჩანხართო – იაქტიურონ და იყონ, მათი პოლიტიკური თემა დამთავრებულია“, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
უმრავლესობის წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მათი „ტაქტიკა და პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ თავდასხმით პოზიციასთან“:
კახა კალაძე: „ოპოზიციურ პარტიებს როგორც გაერთიანებულებს, ასევე დაშლილებს არანაირი შანსი არ აქვთ პოლიტიკურ ველზე მიაღწიონ რაიმე წარმატებას“
კალაძის განმარტებით, „არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რადიკალები ცალ-ცალკე იქნებიან, თუ გაერთიანებულები“.
„ხაბეს“ თავდასხმა არ გაიშვას. რეალობა რა არის – ამათმა მზეთუნახავმა ბელადმა, რომელიც მიტოვებულია, ეტყობა, გამოუგზავნა წერილი, იაქტიურეთ, რატომ არ ჩანხართო. ამ ხალხმა საკუთარი ოფისი გაყიდა და ახლა ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს ემუქრება თავდასხმით. ერთმანეთს დაემუქრონ ამ თავდასხმებით როგორც არიან ახლა დაკავებული. ძალიან გააქტიურებულები არიან „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები, „კარენოი ნაცები“, რატომ?! იმიტომ, რომ იმ მზეთუნახავმა შემოუთვალა, რატომ არ ჩანხართ, რატომ არ იღებთ ხმას, რატომაა, რომ სხვებმა უფრო მეტი [ხმა] აიღეს? მთავარი ოპოზიციური პარტია კი არა, ახალ კვლევებში ისიც არ ჩანს, ხუთეულში არიან თუ არა. შესაბამისად, მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. იაქტიურონ და იყონ. მათი პოლიტიკური თემა დამთავრებულია. ის, ვინც არ ემსახურება ქართულ სახელმწიფოს, ქართულ საზოგადოებას, ისე დაამთავრებენ როგორც “ნაცებმა” დაამთავრეს – სამარცხვინოდ“, – განაცხადა ზარქუამ.
მისი თქმით, „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობს პარტიები, მათ შორის, რადიკალური ჯგუფებიდანაც და მათ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ, შესაბამის ადგილს მიუჩენს“:
„ეს მათი გადასაწყვეტი არ არის არც გვარამიასი, არც გიჟი გირჩი ჯაფარიძის, არც კოლექტიური დანარჩენი „ნაცმოძრაობის“ წევრების. როგორც დაუკვეთავენ, ისე მოიქცევიან. ჩვენი გამოცდილებით გეტყვით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობს პარტიები, მათ შორის, რადიკალური ჯგუფებიდანაც და მათ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ, შესაბამის ადგილს მიუჩენს“, – განაცხადა ზარქუამ.
პაატა მანჯგალაძე: ჩვენ დროებითი კოორდინაციები არ გვჭირდება – გამარჯვებისთვის ნამდვილი ერთიანობის ჩვენება გვჭირდება
„ერთ მხარეს არიან „ქოცები“ და მეორე მხარეს საქართველოს პატრიოტები“