LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა: „ეს „მადამ მავნებელი“, ცრუ პრეზიდენტი, გიჟი რომ ჩადის და ამერიკელებს და ევროპელებს სთხოვს საკუთარი ქვეყანა როგორ დასაჯონ, კიდევ ჩნდება კითხვა, ვის ემსახურებიან? ეს არის ჩვეულებრივი მეხუთე კოლონა, აგენტურა, რომელსაც დედა ეტირა“

553
ირაკლი ზარქუა

„ვნახეთ, როგორ არიან ჩამწკრივებული საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. „რადიკალების“ თითოეული ლიდერი როგორ იყო ჩასაფრებული, რომ რამენაირად გააშავონ თავისი ქვეყანა და ლეგიტიმურად არჩეული მთავრობა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან თქვა.

ოპოზიციაზე საუბრის დროს ირაკლი ზარქუამ მეხუთე პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზეც ისაუბრა და მას „მადამ მავნებელი“ და „ცრუ პრეზიდენტი“ უწოდა.

„რაღა შორს წავიდეთ, ეს „მადამ მავნებელი“, ცრუ პრეზიდენტი, გიჟი რა. რომ ჩადის იქ და ამერიკელებს და ევროპელებს სთხოვს საკუთარი ქვეყანა როგორ დასაჯონ, ამის შემდეგ კიდევ ჩნდება კითხვა, ვის ემსახურებიან ისინი? ეს არის ჩვეულებრივი მეხუთე კოლონა, აგენტურა, რომელსაც დედა ეტირა. ერთი რომ ქართველი ხალხი გავერთიანდით და მყარად დავდექით და მეორე, აშშ-ის იმ შედეგებით, როცა ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში. ყველამ უნდა იცოდეს, ქალი ქალია, კაცი კაცია. ახლა მიდით და იხუმრეთ ამ თემაზე. ყველას ხაზს გადაგისვამთ ამ რადიკალებს და ფსევდოლიბერალებს“, – თქვა ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g