LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა: „გგონიათ რამე შეხება გვაქვს ჩვენ ან ლატვიელებთან, ან ლიეტუვის მოსახლეობასთან, ან ესტონელებმა მე რომ დამასანქცირეს, ცხოვრებაში არ ვარ ნამყოფი, არც ჩავალ არასდროს, მაგრამ დამასანქცირა მეც და სხვა ლიდერებიც, რატომ? იმიტომ, რომ სიმართლეს ვამბობთ“

176
ირაკლი ზარქუა

„არახალია ბალტიისპირელების ასეთი მოქცევა. სამივე სახელმწიფოს აქვს ერთი მიზანი და ამოცანა, უნდათ, რომ, მათ მაგივრად, რუსეთს სხვა სახელმწიფო დაუპირისპირდეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

უმრავლესობის წარმომადგენელი ლიეტუვის მიერ საქართველოს დასანქცირებული მოქალაქეების 102-კაციანი სიის გასაჯაროებას გამოეხმაურა.

ზარქუას განცხადებით, ასეთი მოქცევა ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან ახალი არ არის:

ლიეტუვა საქართველოს დასანქცირებული მოქალაქეების 102-კაციან სიას ასაჯაროებს

ლიეტუვამ გაასაჯაროვა იმ ადამიანების სიას, რომლებიც რამდენიმე თვის წინ დასანქცირდნენ და ვისაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალება. ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებ-გვერდის საძიებო სისტემაში სულ საქართველოს 102 მოქალაქე იძებნება, რომელთა წინააღმდეგაც სავიზო შეზღუდვები მოქმედებს. ლიეტუვის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვების თანახმად, ქვეყანაში შესვლას 2029 წლის დეკემბრამდე ვერ შეძლებენ: ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი […]

„არახალია ბალტიისპირელების ასეთი მოქცევა. სამივე სახელმწიფოს აქვს ერთი მიზანი და ამოცანა, უნდათ, რომ, მათ მაგივრად, რუსეთს სხვა სახელმწიფო დაუპირისპირდეს. ამისთვის, აგერ, უკრაინა ჰყავთ მონიშნული და აომებენ ამ სახელმწიფოს. უფრო მეტსაც გეტყვით, მაგალითად, არიან ესტონეთის ოფიციალური პირები, რომლებიც ამბობენ, რომ ომი არ უნდა დამთავრდეს და უნდა გაგრძელდეს. ახლა ომი თუ დამთავრდა, მაშინ მოუწევთ ესტონელებს ბრძოლა და ომი, ეს მიდგომა უკვე ყველაფერზე მიუთითებს.

რაც შეეხება სანქციებს, არ მიკვირს, რადგან ჩვენ ვართ ერთ-ერთი გამოკვეთილი სახელმწიფო, რომელიც წავიდა წინააღმდეგ ამ ომის, მეორე ფრონტი არ გავხსენით, სანქციები არ დავუწესეთ და, შესაბამისად, პირდაპირ და თამამად ვიცავთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, ხალხის ინტერესებს. ამას ვერ გვპატიობენ, გგონიათ რამე შეხება გვაქვს ჩვენ ან ლატვიელებთან, ან ლიეტუვის მოსახლეობასთან, ან ესტონელებმა მე რომ დამასანქცირეს, ცხოვრებაში არ ვარ ნამყოფი, არც ჩავალ არასდროს, მაგრამ დამასანქცირა მეც და სხვა ლიდერებიც, რატომ?

იმიტომ, რომ სიმართლეს ვამბობთ, ჩვენ მოგვიწოდებდნენ სანქციებისკენ და ლატვიამ გადაგვასწრო, მაგალითად, ღვინის ექსპორტში რუსეთთან, ლიეტუვამ, მაგალითად, ნავთობპროდუქტების ექსპორტში მთლიანად გადაასწრო მთელ რიგ სახელმწიფოებს. ასეთი მიდგომა აქვთ. ხალხს არ ვერჩი არაფერს, ეს ვინც არიან მთავრობაში და ოფიციალური პირები, ისინი ემსახურებიან იმ გლობალური ომის პარტიას, რომლის ინტერესებშია, რომ ომი გახანგრძლივდეს. ჩვენ წინააღმდეგი ვართ და გვასანქცირებენ, ეს ჩვენთვის არაფრის მომცემია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოში მშვიდობა გვქონდეს, რომ სიცოცხლეები გადავარჩინოთ და ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“, – განაცხადა ზარქუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g