LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა: „მშობლებს მივმართავ, ეს აგენტები მათ შვილებს სწირავენ ციხისთვის, დასახიჩრებისა და სამოქალაქო დაპირისპირებისთვის… არეულობის მთავარი წყარო სწორედ რადიკალური ოპოზიცია იყო“

146
ირაკლი ზარქუა

„რა მიიღო უკრაინამ მაიდანის შემდეგ? ქვეყანა ქაოსში გადავარდა, ასამდე ადამიანი დაიღუპა. დღეს კი ასობით ათასი ადამიანია დაღუპული და გაუბედურებულია ქვეყანა. ჩვენ საქართველოს ავარიდეთ მეორე ფრონტი, რის გამოც ჩვენ მიმართ ზეწოლა და ბულინგი იყო“ – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

უმრავლესობის წევრის განცხადებით, „ოპოზიციის ოფისებიდან მთელი რიგი მტკიცებულებებია ამოღებული. ზარქუა მიმართა მშობლებს, დაიცვან თავიანთი შვილები:

„რა მიიღო უკრაინამ მაიდანის შემდეგ? ქვეყანა ქაოსში გადავარდა, ასამდე ადამიანი დაიღუპა. დღეს კი ასობით ათასი ადამიანია დაღუპული და გაუბედურებულია ქვეყანა. ჩვენ საქართველოს ავარიდეთ მეორე ფრონტი, რის გამოც ჩვენ მიმართ ზეწოლა და ბულინგი იყო. ეს არ გავაკეთეთ, მშვიდობა შევინარჩუნეთ და ეკონომიკური ზრდაც გვაქვს. საკუთარი სცენარით მიდიან, რა გეგმაც აქვთ ჩაგდებული. მშობლებს მივმართავ, თქვენი შვილები დაიცავით, რომელთაც ეს უსამშობლოები სწირავენ. ეს აგენტები მათ შვილებს სწირავენ ციხისთვის, დასახიჩრებისა და სამოქალაქო დაპირისპირებისთვის. წინ უნდა აღუდგნენ, საკუთარი შვილები დაიცვან. ეს არ არის მშვიდობიანი აქცია, მათ სხვა ამოცანა აქვთ. ოპოზიციის ოფისებიდან მთელი რიგი მტკიცებულებები ამოვიღეთ, მთელი შეიარაღება ჰქონდათ. არეულობის მთავარი წყარო სწორედ რადიკალური ოპოზიცია იყო. ხოშტარიამ რამდენიმე მილიონი რუბლი მიიღო, რაც ისევ შეიარაღებას მოხმარდება. ამიტომ მშობლებს მივმართავ, საკუთარი შვილები დაიცვან, ქვეყანას ჩვენ მივხედავთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g