LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა: „ნაცზონდერები“ და არშემდგარი რევოლუციის ავტორები ჩემზე ავრცელებენ მორიგ ცრუ ინფორმაციას, რა მონაკო და საფრანგეთი?! აგერ, თბილისში ვარ“

184
ირაკლი ზარქუა

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა, სოციალურ ქსელში მის შესახებ გავრცელებულ კადრებს „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

ირაკლი ზარქუა აღნიშნულს მის წინააღმდეგ „შავი პიარის” მცდელობას უწოდებს. მისივე სიტყვებით, „ნაც. ზონდერები და არშემდგარი რევოლუციის ავტორები ავრცელებენ მორიგ ცრუ ინფორმაციას“.

„მოკლედ ნაც. ზონდერები და არშემდგარი რევოლუციის ავტორები (აკაცუკები და ძმანი მისნი) ჩემზე ავრცელებენ მორიგ ცრუ ინფორმაციას. რა მონაკო და საფრანგეთი, აგერ თბილისში ვარ. თბილისში! ან თუნდაც ევროპაში რომ ვყოფილიყავი და მესეირნა, ამაზე ნებართვა აკაცუკებს უნდა ვთხოვო და ნაც. ტროლებს?!

მოკლედ არ ისვენებთ და ცდილობთ, ხან ხელოვნური ინტელექტით, ხან ფოტოშოპით რაღაც სიგიჟე ფოტოები და ვიდეოები დადოთ ჩემზე და ამით შავი პიარი ამიგოროთ!! თუმცა ამაოდ! ასე გააგრძელეთ სიცრუეში ცხოვრება. მე კი დამდეგ ძველით ახალ წელს მოგილოცავთ ყველას!“ – წერს ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში.

მოკლედ ნაც. ზონდერები და არშემდგარი რევოლუციის ავტორები( აკაცუკები და ძმანი მისნი) ჩემზე ავრცელებენ მორიგ ცრუ…

Posted by Irakli Zarkua on ორშაბათი, 12 იანვარი, 2026

ცნობისათვის, აღნიშნული კადრები, სოციალურ ქსელში გუშინ, Carspotter Daily Monaco-მ გამოაქვეყნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g