„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, ირაკლი ზარქუამ და ვიქტორ სანიკიძემ, რომლებიც აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის გამო გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ, პოლიციის შენობა დატოვეს. „ფორტუნას“ ინფორმაციით, დეპუტატები ამ დროისთვის სასტუმროში იმყოფებიან.
რა კომენტარს აკეთებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო: „ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან“
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროში ადასტურებს, აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტში დაფიქსირებული პირები ამ დრომდე გამოკითხვაზე იმყოფებიან.
ცნობისთვის, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 13 იანვარს გავრცელებულ კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული.
აბუ-დაბიში ნაცემი ლაშა გაბიტაშვილი პოლიციიდან გამოუშვეს, მომდევნო სასამართლო სხდომა მომავალ კვირაში გაიმართება – რადიო „თავისუფლება“
გაბიტაშვილი სასამართლო სხდომამდე გამოუშვეს, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება. მანამდე მას არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალება.