ირანული სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანმა უკრაინული თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდო.
ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბი სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებაში მომხდარს „ადამიანურ შეცდომას“ უწოდებს:
“ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღიარებს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი “ადამიანური გადაცდომაა” და მათ „ბოინგ 737“„უნებლიედ“ ჩამოაგდეს.”
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მტკიცებით, თვითმფრინავის ჩამოდგება წინასწარ განზრახული არ ჰქონიათ და ყველა დამნაშავე პირი სათანადოდ აგებს პასუხს.
ირანში რამდენიმე დღის განმავლობაში მტკიცედ უარყოფდნენ თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს.
შეგახსენებთ, „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი 176-ვე პირი დაიღუპა.