LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ირანი რუსეთს დრონებით ამარაგებს…ათასობით შეკვეთა და შეთანხმებები არსებობს” – ზელენსკი

66
ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ირანი რუსეთს დრონებით ამარაგებს, თუმცა ამის აღიარება არ სურს და იტყუება.

მისივე თქმით, ეს არის იარაღი, რომლითაც უკრაინელებს კლავდნენ და ახლაც აგრძელებენ.

“ირანი აწვდის რუსებს დრონებს, ეს მათი ფულადი გარიგებაა. აი ასეთია სისხლიანი ფული, რომელსაც ირანი იღებს. მათ შეიძლება თქვან: “ჩვენ არაფერი არ აგვიღია, გვაჩვენეთ ფინანსური გაანგარიშებები”… ჩვენ კონკრეტიკას ვამბობთ – ირანმა გადასცა დრონები, რომლითაც უკრაინელებს კლავდნენ და აგრძელებენ კვლას. ჩვენ ვიცით, რომ ათასობით შეკვეთა და შეთანხმებები არსებობს, რამდენიმე ასეული კი უკვე გადაცემულია”, – აცხადებს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g