LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანის პორტში აფეთქება მოხდა – დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა, დაშავებულია 700-ზე მეტი ადამიანი

138
Screenshot 2025-04-27 180001

ირანის პორტ ბანდარ აბასში, ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ცნობებით, დაშავებულია 700-ზე მეტი ადამიანი.

აფეთქების სავარაუდო მიზეზი პორტში არსებული ქიმიკატები იყო.

ირანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ აფეთქება, შესაძლოა, რაკეტებისთვის განკუთვნილი მყარი საწვავის არასწორად შენახვას უკავშირდებოდეს, უარყო.

ირანის უდიდეს პორტში, ბანდარ აბასში აფეთქება გუშინ მოხდა, რის შედეგადაც ახლომდებარე შენობები და ავტომობილები დაზიანდა.

მოსახლეობის განცხადებით, აფეთქება 50 კილომეტრის რადიუსშიც იგრძნობოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g