საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბენ სალმან ალ-საუდმა ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის „ახლო აღმოსავლეთის ახალი ჰიტლერი“ უწოდა.
„ევროპის მაგალითზე ჩვენ დავინახეთ, რომ დამშვიდების პოლიტიკა არ მუშაობს. ჩვენ არ გვსურს, რომ ირანელმა ახალმა ჰიტლერმა გაიმეოროს ახლო აღმოსავლეთში ის, რაც ევროპაში მოხდა“, – განაცხადა მემკვიდრე პრინცმა.
შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს ალ-საუდმა იემენში მეამბოხეებისთვის რაკეტების მიწოდების გამო თეირანი „პირდაპირი სამხედრო აგრესიაში“ დაადანაშაულა. სამი დღით ადრე შიიტელმა მეამბოხეებმა იემენის ტერიტორიიდან ერ-რიადის აეროპორტის მისამართით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. საუდის არაბეთი ამტკიცებს, რომ ჭურვი მეამბოხეებს ირანმა მიაწოდა.
თეირანი აღნიშნულ ინციდენტთან საკუთარ კავშირს უარყოფს.