ირანის უსაფრთხოების ძალებმა 2 არასრულწლოვანი მოკლეს. არასრულწლოვნები ქალაქ იზეჰში ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებზე იმყოფებოდნენ.
BBC-ის წყაროს ცნობით, 9 წლის კიან პირფალაკი მამასთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა, როდესაც უსაფრთხოების თანამშრომლებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. იგი ადგილზე გარდაიცვალა.
14 წლის სეფეჰრ მაგსუდის კი საპროტესტო აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს. წყარო გამოცემას უყვება, რომ ბიჭის ცხედარი უსაფრთხოების ძალებმა ადგილობრივი მორგიდან მოიპარეს.
BBC-ის თქმით, 16 ნოემბერს ირანში საპროტესტო აქციებზე პოლიციის მხრიდან ცეცხლს, სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა.