ირანს ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციები მოეხსნა.
უცხოური მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ეკონომიკური სანქციების მოხსნის შესახებ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.
ამასთან, გავრცელდა ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ფედერიკა მოგერინისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამედ ჯავად ზარიფის ერთობლივი განცხადება , სადაც ირანისთვის სანქციების მოხსნის შესახებ არის საუბარი.
“ვინაიდან ირანმა შეასრულა ვალდებულებები, მოეხსნა მრავალმხრივი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდებოდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ირანისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნის საფუძველზე მიიღეს.
ბირთვული პროგრამის შემუშავების გამო ირანის წინააღმდეგ სანქციები 2005 წელს ამოქმედდა.