ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქერმანიდან 58 კილომეტრში დილის 6:30 წუთზე დაფიქსირდა. ინფორმაციას შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრiს ეპიცენტრში ქალაქის მოსახლეობა 821 ათასია. მიწისქვეშა ბიძგები 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
სეისმოლოგების ცნობით, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დამანგრეველ მიწისძვრად ფასდება და მძიმე ზიანის მოტანა შეუძლია, თუმცა მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.