LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში ფეხბურთელის ცოლი სიკვდილით დასაჯეს: კბილები დააძვრეს და ფეხებში გადატეხეს მკვლელობა რომ ეღიარებინა

2762
2758693-56995870-2560-1440

“შემიწყალეთ! ალაჰის გულისთვის შემიწყალეთ! – ასე ევედრებოდა საშუალო ასაკის ქალი უმოწყალო მოსამართლეებს და სეირის მაყურებლებს, სანამ თეირანის ყველაზე დიდ მოედანზე სასტიკად დასჯიდნენ.

2010 წლის 1 დეკემბერს ის ფეხბურთელის ნასერ მოჰამადხანის მეუღლის ლალეხ სახარგიზანის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს. შახლამ მკაცრი რეჟიმის ციხეში რვა წელი გაატარა და ლამაზი ქალიდან მოხუცებულს დაემსგავსა.  ის გამუდმებით მიმართავდა სასამართლოს და საქმის გადახედვას ითხოვდა, ამიტომაც მისი განაჩენის სისრულეში მოყვანა ამდენი წლის განმავლობაში ჭიანურდებოდა.

შახლა ჯაჰედის განაჩენი ირანის სასამართლო სისტემის უმაღლესი სასამართლოს ხელმძღვანელის განკარგულებით მოიყვანეს სისრულეში.
შარიათის კანონებით, მოკლულის ოჯახის წევრებს შეწყალების უფლება აქვთ, მაგრამ ლალეხის ძმამ უყოყმანოდ ჩამოაცვა ასეთი შემთხვევებისთვის განკუთვნილი ცისფერი თოკი შახლას კისერზე.

იმისთვის, რომ შახლას ტანჯვა უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო, ის ამწეზე ჩამოკიდეს, რომელსაც ისეთი დახრილობა ჰქონდა, რომ მხოლოდ 30 წუთის შემდეგ გარდაიცვალა. შახლა ამ წელს 146-ე სიკვდილით დასჯილი იყო. ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, 2018 წელს ირანში 718 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. ამ მაჩვენებლით ქვეყანა ჩინეთს უახლოვდება, სადაც წლის განმავლობაში საშუალოდ ათას ადამიანის სჯიან სიკვდილით.

 

სიკვდილით დასჯას ესწრებოდა ჩამოხრჩობილის ქმარი, 80-იანი წლების ირანული ფეხბურთის ვარსკვლავი ნასერ მოჰამადხანის. ერთ-ერთმა საუკეთესო და საყვარელმა ფეხბურთელმა მეტსახელად თეირანელი მარადონა მიიღო. 1984 წელს მოჰამადხანიმ აზიის თასზე “ოქროს ბუცი” აიღო, ხოლო 1990/91 წლების სეზონში “პერსეპოლისს” აზიის თასების თასის მოგებაში დაეხმარა. კარიერის დასრულების შემდეგ ნასერი რამდენიმე წელი “პერსეპოლისს” ავარჯიშებდა, მერე კი ირანის ფეხბურთის ფედერაციაში გადავიდა სამუშაოდ.

მკვლელობა 2002 წლის მაისში თეირანში მოხდა. გამომძიებლებმა მიიჩნიეს, რომ შახლამ ეჭვიანობის ნიადაგზე, ლალეხს რამდენჯერმე დაარტყა დანა. ორივე ქალი მოჰამადხანის ცოლი იყო. სინამდვილეში სპორტსმენი მარტო შახლასთან ცხოვრობდა, რომელიც მისი დროებითი ცოლი იყო. შიიტური რწმენით, მამაკაცებს შეუძლიათ იყოლიონ ოთხი მუდმივი და რამდენიც მოესურვებათ დროებითი ცოლი, ქალები კი მხოლოდ ერთ მამაკაცს ეკუთვნიან.

მკვლელობის მომენტში მოჰამადხანი ბერლინში იმყოფებოდა, მაგრამ სასჯელს ვერც ის გადაურჩა. ნასერმა 74 დარტყმა (გაროზგვა) დაიმსახურა იმის გამო, რომ სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდა ცოლებს და შახლასთან ოპიუმს ეწეოდა.

შახლას თითქმის ერთი წლის განმავლობაში აწამებდნენ და აიძულებდნენ დანაშაული ეღიარებინა. მას ფეხი მოტეხეს, დააცალეს კბილები, თუმცა წამების მიუხედავად ქალი დანაშაულს არ აღიარებდა. ის უდანაშაულო იყო იმ ადამიანის თვალშიც, რომელმაც პირველმა განიხილა მისი საქმე. ეს პირი მაშინვე ჩამოაშორეს საქმეს. უდანაშაულო იყო მისი ადვოკატის აზრითაც, რომელმაც ამას არაერთხელ გაუსვა ხაზი. მაგრამ სასამართლო უწყებისთვის, რომელიც კონსტიტუციურ ველურობასა და ბარბაროსობაზეა დაფუძნებული და პოლიტიკურ ერთეულს ემსახურება, რომელიც ძალაუფლებას საზოგადოებაში ჩანერგილი შიშის წყალობით ინარჩუნებს, ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

შახლა ჯაჰედისათვის განაჩენის შეცვლას ორგანიზაცია “საერთაშორისო ამნისტია” ითხოვდა. ორგანიზაციის აქტივისტების მოთხოვნა სასამართლომ უგულვებელყო.

ჯაჰედმა მხოლოდ 1 წლის თავზე, მეუღლესთან შეხვედრის შემდეგ მოაწერა ხელი გამამტყუნებელ განაჩენს. მოჰამადხანიმ ცოლს დანაშაულის აღიარება უბრძანა, ხოლო ირანში ქალს არ აქვს უფლება ქმრის ბრძანება არ შეასრულოს.
2008 წელს ნასერის ცოლს ქვებით ჩაქოლვა მიუსაჯეს, მაგრამ პროცედურა გააუქმეს პროცესუალური უკმარისობის, საერთაშორისო უფლებადამცველთა ზეწოლის და აღიარებაზე ჯაჰედის უარის გამო.
“11 თვის განმავლობაში მცემდნენ და არაადამიანურ პირობებში მამყოფებდნენ. მე არ ვარ მკვლელი, ხოლო ქმარმა გამყიდა, რათა თავად აეცილებინა სიკვდილი”, – განაცხადა შახლამ.

ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის საზოგადოების პრეზიდენტი ქარიმ ლაჰიჯი  მიიჩნევს, რომ შახლა სისტემის და საზოგადოების მსხვერპლია:”
სასამართლო სისტემაში ქალები აბსოლუტურად უძლურები არიან. სიტუაცია თითქმის უიმედოა”.

40 წლის წინ ირანში ყველაფერი სხვანაირად იყო. ორივე სქესს თანაბარი უფლებები ქონდა, ხოლო პრემიერ-მინისტრის პოსტი ქალს – ფარუხრა პარსას ეკავა. 1979 წლის ისლამურმა რევოლუციამ ძლიერი სქესის სრული ავტორიტარიზმი დაამყარა, ხელისუფლებამ ჩაახშო ქალების მრავალრიცხოვანი პროტესტები, გააუქმა ოჯახის დაცვის კანონი და სიკვდილით დასაჯა პარსა. დღეს ქვეყანაში მოქმედებს გაცალკევებული განათლების სისტემა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეზღუდვებია პროფესიის შერჩევაში, აკრძალვაა სიმღერაზე მამაკაცების თანდასწრებით და არ შეიძლება საფეხბურთო მატჩებზე დასწრება.

ქალები სასოწარკვეთამდე არიან მისულები, რისი მაგალითია 30 წლის გულშემატკივარი ქალის სახარ ხოდაიარის თვითმკვლელობა. 2019 წლის სექტემბერში ის მამაკაცის ტანისამოსით სტადიონზე შესვლის მცდელობისას დააკავეს და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პროტესტის ნიშნად ქალმა ბენზინი გადაისხა და სასამართლოს შენობასთან თავი დაიწვა.

ამ შემთხვევის შემდეგ ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ირანს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირიდან მოხსნით დაემუქრა და დათმობებს მიაღწია. გასული წლის ოქტომბერში 40-წლიანი შესვენების შემდეგ ქალი გულშემატკივრები პირველად დაუშვეს თეირანში საფეხბურთო მატჩზე.

ირანში ქალებს ჯერ კიდევ არ აქვთ უფლებები, მაგრამ ისინი ბრძოლას არ წყვეტენ. მოჰამადხანის ცოლის სიკვდილით დასჯა და სხვა მრავალი მსგავსი შემთხვევა, აკრძალვები და რეპრესიები მათ მხოლოდ პროტესტს უღრმავებს და უფრო ბრძოლისუნარიანს ხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g