LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში ჰომოსექსუალებს სიკვდილით სჯიან, ტრანსგენდერებს კი კანონი იცავს

141

ირანში ჰომოსექსუალიზმი სასტიკად იკრძალება, თუმცა ტრანსგენდერებს კანონი იცავს. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, მკაცრად რელიგიურ ქვეყანაში სქესის შეცვლის ოპერაციების რაოდენობა სხვა ყველა ქვეყანასთან შედარებით მეტია, გარდა ტაილანდისა.

“ევრონიუსის” რესპონდენტ ტარანს 10 წლის წინ  ამირი ერქვა. ეს იყო მანამ, სანამ იგი კაფეში შეხვდებოდა ქალს, რომელსაც სქესი ჰქონდა შეცვლილი.

„როდესაც კაფედან გამოვედი, აღარ ვიყავი ამირი,“-  ამბობს ის,“ – მივხვდი, რომ ჩემი ოცნებების ახდება შესაძლებელი იყო, თითქოს საბოლოოდ გავთავისუფლდი ბორკილებისგან.“

ირანში ერთსქესიანთა კავშირი სიკვდილით ისჯება, თუმცა, რადგან ყურანში არაფერი წერია სქესის შეცვლაზე, აღნიშნული პროცედურა ქვეყანაში ნებადართულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g