LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IRI: მოქალაქეების ჯგუფი საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლებზე ზეწოლის შთაბეჭდილებას ტოვებდა

142

IRI საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით შუალედურ დასკვნას აქვეყნებს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, IRI-ის დამკვირვებლებმა საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებთან მყოფი მოქალაქეების ჯგუფები შენიშნეს, რომლებიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმულები. დამკვირვებლების აზრით, მათი უბნებზე ყოფნა ამომრჩევლებზე ზეწოლის შთაბეჭიდილებას ტოვებდა და რამდენიმე ამომრჩეველს ხმის მიცემასთან დაკავშირებით აზრს აცვლევინებდა.

როდესაც ორგანიზაციის დამკვირვებლები მიმართავდნენ უბანთან არსებულ მოქალაქეების ჯგუფს, თუ რა იყო მათი იქ ყოფნის მიზეზი, ისინი პასუხობდნენ, რომ არჩევნები საზოგადო ღონისძებაა და მეზობლები უბრალოდ შეიკრიბნენ. მათი პასუხების სიზუსტის გადამოწმება ვერ ხდებოდა, თუმცა წარმოდგენა იქმნებოდა, რომ მსგავსი ჯგუფები უსაფრთხოების სამსახურთან იყვნენ კავშირში. ეს დაკვირვება განმტკიცებული იყო სხვადასხვა პოლიტიკური წარმომადგენლის მხრიდან მთელი ქვეყნის მაშტაბით, რომ მსგავსი ქმედება სახელისუფლო ძალის მიერ იქნა გამოყენებული ამომრჩევლებზე ზეწოლის მიზნით.

გარდა ამისა, ანგარიში რეკომენდაციებსაც მოიცავს და აღნიშნულია, რომ საარჩევნო კომისიებმა უნდა იმუშაონ მეტი რათა გაზარდონ ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა უზრუნველყონ მშვიდობიანი, ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე დამყარებული საარჩევნო გარემო. თანამდებობის პირებმა უნდა განასხვაონ თავიანთი საჯარო და პოლიტიკური როლები. რაც შეეხება სამართალდამცავების როლს, დამკვირვებლების რეკომენდაციაა, რომ უნდა გაიმიჯნოს და იყოს მიუკერძოებელი საარჩევნო საქმიანობის მიმართ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g