LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IRI-ს წარმომადგენელი: მუდმივი დაშინება, ზეწოლა იყო საჯარო მოხელეებზე – „ქართული ოცნება“ აკონტროლებდა თვითმმართველობების წარმომადგენლებს, იყო დაშინება, რომ თუ მმართველ პარტიას არ მისცემდნენ ხმას, შეუწყვეტდა სოციალურ დახმარებას

136
მარგარეტა სიდერფელდი

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა, მარგარეტა სიდერფელდმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო არჩევნების შესახებ წინასწარი შეფასებები წარადგინა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები თავისი კამპანია რომ გაეძლიერებინა.

როგორც „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, ნათელი იყო „მუდმივი დაშინება, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე.

„საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა პოლარიზებულ და შემზღუდველ გარემოში, რაც ძირს უთხრის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობას და სამართლიანობას“ – სადამკვირვებლო მისია ENEMO-ს ხელმძღვანელი

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ აკონტროლებდა ბევრ ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენელს, იყო დაშინება, რომ თუ ადგილობრივი მოსახლეობა მმართველ პარტიას არ მისცემდა ხმას, შეუწყვეტდა სოციალურ დახმარებას“.

„მუდმივი დაშინება, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე იყო ნათელი. გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ აკონტროლებდა ბევრ ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენელს, იყო დაშინება, რომ თუ ადგილობრივი მოსახლეობა მმართველ პარტიას არ მისცემდა ხმას, შეუწყვეტდა სოციალურ დახმარებას, ჩვენთან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო სისტემატური თავდასხმა და ისინი მოითხოვდნენ მმართველი პარტიის მხარდაჭერას. ასევე, ეს გამიზნული იყო იმისთვის, რომ დაეშინებინათ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები“,- აღნიშნა მარგარეტა სიდერფელდმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g