LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ირიაო“ და თეა დარჩია – „თბილისი რიტმი“ 28 ოქტომბერს იხსნება

450
iriaonews2023e24

სახელოვნებო ფესტივალის „თბილისი რიტმი“ წლევანდელი პროგრამა უკვე ცნობილია. როგორც მისი დამფუძნებელი და ღონისძიების ორგანიზატორი, ანი ლაღიძე წერს, არ ეგონა, თუკი ფესტივალის ჩატარების საშუალება წელს ექნებოდა, თუმცა ყველ ხარჯი საკუთარ თავზე თბილისის მერიამ აიღო.

ღონისძიების ფარგლებში სამი საღამო გაიმართება:

28.10 – ჯგუფიირიაოდა თეა დარჩია (საქართველოს ეროვნული მუზეუმი)

29.10 – თინუკა კანდელაკისოულის ჟანრის მომღერალი, კაფეგალერეაშინაურა” (ადგილები შეზღუდულია, დასწრება თავისუფალია)

30.10 –მურმან ჯინორია მონოსპექტაკლშიქარი მწყურია მე პირდაპირი“, კაფეგალერეაშინაურა“ (დასწრება თავისუფალია, ადგილები შეზღუდულია).

28 ოქტომბერს, ეთნოჯაზბენდი „ირიაო“ მოცეკვავე თეა დარჩიასთან ერთად განსაკუთღებული პერფორმანსისთვის ემზადება. ანსამბლის წევრები ყველა წესის დაცვით რეპეტიციას გადიან. ახლახან მათ კიდევ ერთი ახალი სიმღერა შესთავაზეს მსმენელს. ტერენტი გრანელის ბრწყინვალე ლექსზე „გაზაფხულის საღამოა მშვიდი“ კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ ულამაზესი მელოდია დაწერა, რომელიც მიშო ჯავახიშვილმა, „ირიაოს“ ერთ-ერთმა სოლისტმა, სოციალურ ქსელში გააზიარა.

სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, ფესტივალის გახსნაზე დასასწრები ბილეთები არ გაიყიდება. IRIAO-ს კონცერტის ჩანაწერის საპრემიერო ჩვენება წინასწარ დაანონსდება.

ფესტივალი ეძღვნება მსახიობ სოსო ლაღიძის ხსოვნას და ამიერიდან მის სახელს ატარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g