LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა ბაირამაშვილი: „მე და ჩემს მეუღლეს ძალიან ცოტა პაემანი გვქონდა, მალე შევქმენით ოჯახი. არ მიყვარს ყვავილები, ლექსები და ზედმეტი რომანტიკა…“

395
ირინა ბაირამაშვილი

ირინა ბაირამაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ არ მოსწონს ზედმეტად რომანტიკული მამაკაცები:

„მე და ჩემს მეუღლეს ძალიან ცოტა პაემანი გვქონდა, მალე შევქმენით ოჯახი. არ მიყვარს ყვავილები, ლექსები და ზედმეტი რომანტიკა. არ მიყვარს, კაცი რომ ლექსებს კითხულობს და ძალიან რომანტიზმში არის გადავარდნილი. არც მე ვარ რომანტიკული და ძალიან ქალური ხასიათის. პირველივე შეხვედრაზე ლექსი რომ წამიკითხა ჩემმა მომავალმა ქამარმა, ჩემს დაქალს ვუთხარი, ვაიმე, დედა, წავედი-მეთქი (იცინის). მერე კი ვუთხარი, რომ არ მიყვარს ყვავილები და მსგავსი რამეები-მეთქი. გინდა, ცოლად გამოგყვე? რა პრობლემაა. ასე პირდაპირ მირჩევნია, რად მინდა ყვავილები და ლექსები (იცინის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g