LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა იმერლიშვილი – “საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს”

119

უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს და ძალიან ყურადღებით განიხილავს. ამის შესახებ იმერლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. იმერლიშვილი განმარტავს, რომ კანონზე ვეტოს დადების საკითხზე გადაწყვეტილებას პრეზიდენტი თავად მიიღებს.

”ჩვენ პირველივე დღიდან ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის დავალებით. პირველი მოსმენიდან მოყოლებული ძალიან ყურადღებით განვიხილავთ კანონპროექტს, ამას დაემატა ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა და მართლაც კრიტიკული შენიშვნები. რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ამას თავად პრეზიდენტი მიიღებს”, – განაცხადა იმერლიშვილმა.

ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომისია წინასწარ დოკუმენტში განიხილავს, რამდენად შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები ევროპულ სტანდარტებს და არის თუ არა ეს ცვლილებები ზიანის მომტანი საკონსტიტუციო სასამართლოს სათანადო ფუნქციონირებისთვის, რომელიც აუცილებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g