ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხშირად გამოთქვამს მოსაზრებებს. ახლახან მან ერთი შემთხვევა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ასეთ ადამიანებს ღმერთი გამოსაცდელად უგზავნის.
„თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ ბაღში ბავშვების გამოსაყვანად და გზაზე ახალგაზრდა ქალი გადამიდგა პირბადით, ზემოდან მინის საფარით, ხელთათმანებით და მიკივის, ირინა, არც შენ აიცრა და არც ბავშვები არ აცრაო. გავწიე ხელით, არ იწევა, კაი ეგრე ვიზამ-მეთქი და მომცა გზა ❤
უფალო, ამათ შენ მიგზავნი გამოსაცდელად თუ ჩემით ვიზიდავ, თან ყოველდღე?“