ირინა შეიკის ნამდვილი სახელია ირინა ვალეროვნა შაიხლისლამოვა და მიუხედავად იმისა, რომ მოდელი უკვე 14 წლის ამერიკაში მოღვაწეობს, საკუთარ ფესვებს არასდროს ივიწყებს.
„მე რუსი ვარ და ოქროები მიყვარს“ – ირინა შეიკი
ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ 35 წლის მოდელი და მისი ყოფილი მეუღლე, 46 წლის ბრედლი კუპერი 3 წლის ქალიშვილს, ლეას ინტენსიური რუსული ენის კურსებზე ატარებენ. ეს მათ საქორწინო ხელშეკრულებაშიც წერია.
რუსული ენის შემსწავლელი ცენტრი ნიუ-იორკის პრესტიჟულ უბანში მდებარეობს. გაკვეთილები ენის საფუძვლიან შესწავლასა და რუსული კულტურის სიღრმისეულ ცოდნას მოიცავს. 3 წლის ლეა რუსული ენის ცენტრს კვირაში ერთხელ სტუმრობს.