LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი მეორე შვილს ელოდებიან?

132

ბოლო დროს, უკვე ზედიზედ რამდენჯერმე, სუპერმოდელი ირინა შეიკი საზოგადოებაში გამოჩნდა ჩაცმულობით, რამაც მთელი მსოფლიო მის შესაძლო ორსულობაზე აალაპარაკა. Met Gala 2018-ზე, ისევე, როგორც CFDA Fashion-ზე გამოჩენილ შეიკს მომრგვალებული მუცელი ეტყობოდა.

მას შემდეგ, მედია, ყურადღებით ადევნებს თვალს ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ვარსკვლავური წყვილის ცხოვრებას.

საქმე იმაშია, რომ პირველ ორსულობას წყვილი საგულდაგულოდ მალავდა, თუმცა ინფორმაცია ოჯახში მატების შესახებ Victoria’s Secret-ის შოუზე დადასტურდა, სადაც ირინა მიწვეული მოდელის რანგში პოდიუმზე გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები