LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი რომანტიკული უქმეებიდან დაბრუნდნენ

31

სამი წლის შემდეგაც კი, ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი საკუთარ ურთიერთობაზე კომენტარს ჯერ კიდევ არ აკეთებენ, თუმცა მსოფლიო პრესის ყურადღებას ხშირად იქცევენ.

გუშინ, მოდელი და მსახიობი ლოს-ანჯელესის აეროპორტში დააფიქსირეს, როდესაც ისინი რომანტიკული უქმეებიდან ბრუნდებოდნენ. შეიკს ცნობიმოყვარე ფოტოგრაფების დანახვა არ გახარებია და ის მზის სათვალეებსა და დიდი ზომის სვიტერში დამალვას ცდილობდა.

სად განმარტოვდნენ ვარსკვლავები, უცნობია. თუმცა ირინას „ინსტაგრამიდან“ შესაძლებელია ულამაზესი ფოტოების ნახვა, სადაც ლურჯი ზღვა ან ოკეანე, თეთრი ქვიშა და სხვადასხვა  ეგზოტიკური მცენარე ჩანს.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები