გუშინ, ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი პაპარაცებმა სუპერმარკეტში გადაიღეს. წვიმიანი დღის მიუხედავად წყვილმა საყიდლებზე წასვლა მაინც გადაწყვიტა.
მოდელს თავისუფალი სტილის კაბა ეცვა, ისე, რომ თაყვანისმცემლებს კვლავ პასუხგაუცემელი დარჩათ კითხვა, არის თუ არა შეიკი ორსულად. შეგახსენებთ, რომ რამდნეიმე კვირის წინ წყვილი ოჯახის დაგეგმვის ცენტრში დააფიქსირეს და სწორედ იქიდან გაჩნდა მოსაზრება ოჯახში მატების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ირინა დუმილს ინარჩუნებს, ინტერნეტმომხმარებლები დარწმუნებულები არიან, რომ ის მალე განაცხადებს მეორე ორსულობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ სუპერმოდელი და მსახიობი ერთად 2015 წლის ზაფხულიდან არიან.