ცნობილმა ფოტოგრაფებმა მერტ ალასმა და მარკუს პიგოტმა იბიცაზე გრანდიოზული წვეულება მოაწყეს ფუტურისტული დრეს-კოდით და ცნობილი მოდელების, დიზაინერების მონაწილეობით, რომელთა შორის განსაკუთრებული ყურადღება ირინა შეიკმა და ნატაშა პოლიმ, ასევე Burberry-ის კრეატიულმა დირექტორმა რიკარდო ტიშიმ დაიმსახურეს.
წვეულებისთვის მოდელებმა მოკლე კაბები შეარჩიეს -შეიკმა უპირატესობა ოქროსფერი მეტალის ბუმბულს მიანიჭა, პოლიმ კი, ფუტურისტული აბჯარი “აისხა” და ვერცხლისფერი ბოტფორდები მოირგო.