LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკი და ტიმატი ახალ პროექტში ერთად გამოჩნდებიან

158

ირინა შეიკი და ტიმატი ახალ პროექტში ერთად გამოჩნდებიან. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ გავრცელებულმა ფოტომ, სადაც ცნობილი მოდელი და რუსი შემსრულებელი ერთად იყვნენ დაფიქსირებული დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ფოტო ირინამ გაავრცელა და მას წარწერაც გაუკეთა – „თათრები მოდიან“, რითაც ხაზი თავის და ტიმატის წარმომავლობას გაუსვა. ცოტა ხნის წინ კი შეიკთან ერთად გადაღებული ფოტო რეპერმაც გამოაქვეყნა და მას ბევრად უფრო ემოციური პოსტიც დაურთო. ტიმატი იმაზე ჩივის, რომ ლამაზმანმა რუსი მამაკაცები თითქმის უშანსოდ დატოვა. ხოლო, რაც შეეხება საერთო პროექტს, როგორც გაირკვა, სელებრითები მოსკოვში აშენებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსს უკეთებენ რეკლამას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები