ირინა შეიკი ჰელოუინზე სექსუალურ კატად გარდაისახა. ყველაზე მისტიკური დღესასწაულის აღნიშვნა ბევრმა ვარსკვლავმა – ბიონსემ, ჯეი-ზიმ, კარდაშიანებმა და სხვებმა ჯერ კიდევ წინა კვირას დაიწყეს. ზოგიერთი სელებრითი კი 31 ოქტომბერს დაელოდა და მათ შორის ერთ-ერთი ცნობილი მოდელიც იყო. 31 წლის შეიკს კოსტიუმის არჩევისას ბევრი არ უფიქრია და ბევრი გოგონას საყვარელი იმიჯი მოირგო. სუპერმოდელი სექსუალურ კატად გადაიქცა და ფოტო თავის თაყვანისმცემლებს სოც-ქსელის მეშვეობით გაუზიარა.
ირინას სასურველი გარეგნობის მისაღებად დიდი ძალისხმევა ნამდვილად არ დასჭირვებია და პარიკისა და მაკიაჟის გამოყენებით ნამდვილ ფისოდ გარდაისახა. ხოლო, თუ რა ფორმა მოირგო მისმა მეორე ნახევარმა – ბრედლი კუპერმა ჯერ-ჯერობით უცნობია.


