შემოდგომა მთავრდება და ცნობილი ბრენდები საშობაო სამზადისს იწყებენ. ბრენდმა „ინტიმისიმი“ პირველი კადრები წარმოადგინა, რომელშიც ბუნებრივია, მისი სახე, მოდელი ირინა შეიკი მონაწილეობს.
ფოტოებზე შეიკს მხოლოდ თეთრეული და ფეხსაცმელი აცვია, დეკორაციები მინიმალისტურად არის გაფორმებული – საჩუქრები და სათამაშოები.
ირინა კი, როგორც ყოველთვის, სექსუალურად გამოიყურება. შეგახსენებთ, რომ მისი და „ინტიმისიმის“ თანამშრომლობა დაახლოებით 10-წლიან ისტორიას ითვლის.