LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკი ლოს ანჯელესის აეროპორტში შენიშნეს

59

31 წლის ირინა შეიკის ყოველდღიური ცხოვრება, როგორც წესი, კადრს მიღმა რჩება, თუმცა, ქუჩის პაპარაცები ზოგჯერ ახერხებენ ცნობილი ადამიანები დააფიქსირონ. საინტერესოა, რომ ეს კადრები უფრო მეტ ყურადღებას იქცევენ, ვიდრე დადგმული გადაღებები.

ირინა შეიკი პაპარაცებმა ლოს ანჯელესის აეროპორტში დააფიქსირეს. მას მუქი ფერის კაბა, მსუბუქი პალტო და ღია ფერის ხავერდის ფეხსაცმელი ეცვა. გრძელი შარფი კი არა მხოლოდ თბილი აქსესუარი იყო, არამედ პაპარაცებისგან დაცვის საშუალებაც, როგორც კი მოდელმა ისინი შეამჩნია, მაშინვე სახის დაფარვა სცადა.

ამავდროულად, ინტერნეტში განიხილავენ ირინას გარეგნობას მშობიარობის შემდეგ და ამბობენ, რომ ქალიშვილის გაჩენის შემდეგ ის უფრო „კარგი გახდა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები