LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკის დედა მოდელს სთხოვს, მეტი ჭამოს

97

ირინა შეიკმა განაცხადა, რომ მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ხშირად მოგზაურობს დედასთან ერთად.

„დედაჩემი, ოლგა, მთელი ცხოვრების მანძილზე ერთდროულად რამდენიმე ადგილას მუშაობდა, რომ შვილებისთვის არაფერი მოეკლო. მამა მაღაროელი იყო და პნევმონიით გარდაიცვალა, როდესაც 14 წლის ვიყავი. დედაჩემი ახლა რუსეთში, ჩელიაბინსკში ცხოვრობს, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში ერთად ვმოგზაურობთ. განვიხილავთ ყველაფერს, თუმცა, უფრო ხშირად ვსაუბრობთ მოდის ჩვენებებზე და ტენდენციებზე, რაშიც დედაჩემი ძალიან კარგად ერკვევა. რამდენიმე დღის წინ განვიხილავდით იმ ფაქტს, რომ მე  L’Oreal Paris-ის სახე გავხდი. დედამ მითხრა, რომ ჩემით ამაყობს – მან იცის, რომ ამ ბრენდს წარადგენენ ისეთი სახეები, როგორიც არის ჯენიფერ ლოპესი, ჯულიანა მური, ევა ლონგორია, ჯეინ ფონდა. დედა ბედნიერია, რომ მათ შორის უკვე მეც ვარ. ამასთან, ის მუდმივად მახსენებს, რომ დასვენების დღეებში ბევრი და გემრიელად უნდა ვჭამო, კარგად გამოვიძინო, „ – ამბობს შეიკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები