ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთად უკვე სამი წელია არიან, თუმცა თავიანთ ურთიერთობას წყვილი აფიშირებას არასოდეს უკეთებს. შეყვარებულები პირად ცხოვრებაზე არასოდეს საუბრობენ და არც ამა თუ იმ ღონისძიებებზე ჩნდებიან ერთად. თუმცა, გუშინ მათ გამონაკლისი დაუშვეს და Met Gala-ზე გამოჩნდნენ.
სუპერმოდელმა ოქროსფერი კაბა შეარჩია, რომელსაც თეძოსთან ღრმა ჭრილი და ასევე საკმაოდ ამოღებული დეკოლტე ამშვენებდა. კუპერმა უპირატსეობა კლასიკურ პიჯაკსა და ბაფთას მიანიჭა. მსახიობს მჭიდროდ ჰქონდა საყვარელ ქალზე ხელი ჩაკიდებული და ბევრს იცინოდა.
შეგახსენებთ, რომ წყვილის რომანი 2015 წელს დაიწყო. 2017 წლის მარტში მათ ქლაიშვილი, ლეა ეყოლათ.