ირინა ტორონჯაძემ ია ფარულავასთან ისაუბრა დეპრესიაზე, რომლის დასამარცხებლად ურთულესი გზა გაიარა:
„13 წლის წინ ჩავწექი ლოგინში და თვენახევარი არ ავმდგარვარ… ბედნიერებისგან ძალიან შორს ვიყავი. ერთ დღესაც მომცა 38 სიცხე, დამეწყო ანგინა, გამიარა ერთ კვირაში, მაგრამ ვეღარ ავდექი, არ შემეძლო, ვეღარ ვჭამდი საერთოდ, არც მშიოდა. ვიყავი აბსოლუტურ გაურკვევლობაში. ყველაზე მძიმე იყო დაბნეულობა, რა მჭირდა და რატომ, ვერ ვიგებდი. სამსახური მქონდა, პირად ცხოვრებაშია ოქეია, სახლი და კარიც მაქვს. ისე ცუდად ვიყავი, რომ როცა გავიფიქრებდი, გავისეირნებ-მეთქი, ისე მაქანავებდა სტრესისგან, მივალ შუქნიშნამდე და თუ ვერ გადავედი, სახლისგან შორს არის-მეთქი. ეს ძალიან მოუმზადებელ მომენტში მოხდა, რადგან არასდროს არაფერი მქონია. ჩემ ირგვლივ ოჯახის წევრებიც დაიბნენ და ჩემს ამბავს ეს ამძიმებდა…“
ირინა ტორონჯაძე: „ჩემი ქმარი სარეცხს თავად ფენს, მე გემრიელ სადილებს ვამზადებ…“