LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა ვენედიქტოვა: იძიებენ უკრაინიდან რუსეთში ბავშვების დეპორტაციას, რაც გენოციდს ნიშნავს

82
1200px-Venediktova

უკრაინის გენერალურმა პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა აცხადებს, რომ იძიებენ უკრაინიდან რუსეთში ბავშვების ძალდატანებით დეპორტაციას.

ამის შესახებ ვენედიქტოვამ Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ გენერალური პროკურატურა მოსკოვისთვის გენოციდის ბრალდების წაყენებას აპირებს.

მისივე თქმით, დაფიქსირებულია „ადამიანების ძალდატანებით დეპორტაციის 20-ზე მეტი შემთხვევა“.

„ომის პირველივე დღიდან დავიწყეთ გენოციდთან დაკავშირებულ ამ საქმეზე მუშაობა“, – თქვა ვენედიქტოვამ.

ცნობისთვის, უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ მანამდე განაცხადა, რომ კონფლიქტის განმავლობაში რუსეთმა 210 ათასზე მეტი ბავშვი გადაასახლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g