LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ხეცურიანი 40 წლის გახდა: „რასაკვირველია, ყველას უნდა, ახალგაზრდა იყოს, მაგრამ წლების მატებასთან ერთად, გამოცდილებაც გემატება და ცხოვრება ამით არის საინტერესო. მარადჟამს 20 წლის ვერ ვიქნებით…“

137
ccb9bc54-7fd4-4174-a5db-cacb772cdeab

ტიტულოვანი ქართველი პარასპორტსმენი, მოფარიკავე ირმა ხეცურიანი ახლახან 40 წლის შესრულდა და ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა იმის შესახებ, როგორია მისთვის ეს თარიღი.

ირმა ხეცურიანი:

არ ველოდი, რადგან ცოტა ისეთი ასაკია – 40 წლის გავხდი… რთული იყო ამის გააზრება. უკვე? – ეს კითხვა მიტრიალებდა თავში და გამიჭირდა იმის თქმა, რომ 40-ის ვიყავი (იცინის). რომ მეკითხებოდნენ, ცოტა ხანი ვფიქრობდი, ვთქვა, თუ არა-მეთქი, მაგრამ რომ ვთქვი, მივხვდი, რომ გადავლახე (იცინის). ყველას ვეკითხებოდი, რამე თუ იცვლება 40 წლის ასაკიდან-მეთქი. მერე ვხუმრობდი, მთავარია, თვალში შუქი არ წამერთვა-მეთქი (იცინის). მეხუმრებოდნენ, რადგან შიშმა შემიპყრო. წარმოდგენის დონეზე უფრო რთული იყო, ახლა არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს. რეალურად, ამ თემაზე, ხშირ შემთხვევაში, ვხუმრობ ხოლმე და ზოგს ჰგონია, რომ მართლა ძალიან განვიცდი. რასაკვირველია, ყველას უნდა, ახალგაზრდა იყოს, მაგრამ წლების მატებასთან ერთად, გამოცდილებაც გემატება და ცხოვრება ამით არის საინტერესო. მარადჟამს 20 წლის ვერ ვიქნებით და არც იქნება საინტერესო. ჩემთვის ჩემი თითოეული წელი ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ჩემს თავთან მარტო ვრჩები, ვაჯამებ – რისი გაკეთება შეიძლებოდა ამ წელს ან, მინიმუმ, ერთი კარგი რამ, რაც წამოვიღე ამ წლიდან, მაგალითად, წელს იმაზე ვფიქრობდი, რით იყო დასამახსოვრებელი 39 წელი ადამიანური თვალსაზრისით. ვნახოთ, რას მომცემს 40. მე, საერთოდ, ვხუმრობ ხოლმე, მთელი წელი ჩემი დაბადების დღეა, 2026-ში გავხდები 40 ის-მეთქი, ასე დავუთქვი ჩემს თავს (იცინის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g