LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ნადირაშვილი : 2012 წლიდან მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებმა სამსახურების შოვნა დაიწყეს

93

2012 წლიდან, დეპუტატების, მინისტრების, მინისტრის მოადგილეების ოჯახის წევრებმა სამსახურების შოვნა დაიწყეს – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.
„იკვეთება ორი ტენდენცია: როდესაც ოჯახის წევრები პირდაპირ საჯარო სტრუქტურებში იწყებენ მუშაობას და როდესაც ყველა კერძო სტრუქტურას ერთდროულად მოუნდა ამ ადამიანების დასაქმება. ჩვენ ძირითადად ის მაგალითები გვაქვს, რომელიც დეკლარაციაშია მოცემული. როდესაც, მინისტრი, მისი მოადგილე და საკანონმდებლო ორგანოს წევრი თავად მიუთითებს, რომ მისი შვილი ან მეუღლე 2012 წლამდე იყო უმუშევარი, შესაბამისად, მათი შემოსავალი იყო _ 0, 2012 წლის შემდეგ კი იწყებენ სამსახურს. ეს სურათი სრული არაა, ვინაიდან როდესაც დეკლარანტის ოჯახის წევრი არ ცხოვრობს მასთან, კანონი არ ავალდებულებს, მისი შემოსავლები შეისწავლოს. ანუ ყველა მაღალი თანამდებობის პირი ამ ცხრილში ვერ მოხვდებოდა. თუმცა ის სურათი, რომელიც მივიღეთ, ძალიან შემაშფოთებელია”, – განაცხადა ნადირაშვილმა და კონკრეტული მაგალითებიც დაასახელა.

მისი მტკიცებით, მანანა კობახიძის მიერ ვიცე-სპიკერის პოსტის დაკავების შემდეგ მისი მეუღლე კერძო სექტორში – შპს “ბროილერში” დასაქმდა, და კი  – მინისტრის მოადგილე გახდა.

ამასთან, დეპუტატ ჟორჟოლიანის ძმა ჯანდაცვის სამინისტროში დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დასაქმდა, თამაზ ჯაფარიძის მეუღლე კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, დაცვის უზრუნველყოფის სააგენტოში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g