ირმა სოხაძე ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს, როგორ დაიწერა ჯვარი მეუღლესთან მრავალწლიანი ქორწინების შემდეგ:
„ჯვარი ქორწინების 14 წლისთავზე დავიწერეთ, 1989 წელს, როდესაც ქვეყანაში არეულობა იყო. წლების განმავლობაში ვოცნებობდი, რომ ჯვარი დამეწერა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. იმ წელს კი დავიჟინე, ჯვარი უნდა დავიწეროთ-მეთქი. რაღაც ძალამ მაგრძნობინა, რომ ეს მაშინ უნდა მომხდარიყო, თუ არადა, ცუდი რამ შეგვემთხვეოდა. ჩემს თავს ერთგვარი აღთქმა მივეცი და შევასრულე კიდეც…“