LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ირპენში ცხედრებიც კი დანაღმულია” – უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ქალაქში დაბრუნება კვლავ სახიფათოა

85
Untitled design (6)

მართალია, უკრაინის ერთ-ერთი ქალაქი ირპენი რუსი ოკუპანტებისგან სრულად გათავისუფლებულია, თუმცა იქ დაბრუნება მოსახლეობისთვის კვლავ საშიშია.

ვიდეო: „ჩვენი ირპენი გათავისუფლდა მოსკოვის სიბინძურისგან! დიდება უკრაინას!“ – ქალაქის მერი

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქალაქში ცხედრებიც კი დანაღმულია. 

როგორც უწყებაში ამბობენ, კიევის ოლქის გათავისუფლებულ ქალაქში, რუსი დამპყრობლების მიერ დატოვებული მრავალი ნაღმია აღმოჩენილი.

დღეს ტელემარათონით უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ მოსახლეობას მიმართა და სთხოვა, ქალაქში დაბრუნებისგან თავი კიდევ ცოტა ხანს შეიკავონ:

“ჩვენ ვპოულობთ უამრავ ნაღმს, მავთულებს, დანაღმულ ცხედრებსაც კი. ამიტომ, ძალიან დიდი თხოვნა გვაქვს ყველასთან, ვისაც სახლში დაბრუნება სურს – ცოტა მოითმინეთ. როდესაც ოფიციალურად გეტყვიან, რომ შესაძლებელია დაბრუნდეთ – დაბრუნდით”, – თქვა დენისენკომ.

მისივე თქმით, ირპენში კვლავ რჩება ბევრი ადამიანი, რომელიც წასვლაზე უარს ამბობს და პოლიცია მათ სარდაფებში ეძებს. სამართალდამცველები ცდილობენ მათთან დალაპარაკებას, რათა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონ.

შეგახსენებთ, უკრაინელმა სამხედროებმა ირპენი რუსებისგან 28 მარტს გაათავისუფლეს.

ქალაქის მერის, ალექსანდრე მარკუშინის თქმით, ქალაქის ნახევარი დანგრეულია.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g