პარტია „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი სოზარ სუბარი, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილზე „ქრონიკის“ ეთერში საუბრობს და აცხადებს, რომ „როგორც კი გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოთხოვნა, მან დაიწყო ოპოზიციის დაფინანსება და ერთი-ერთში იმ ტერმინოლოგიით ლაპარაკი, რომლითაც მას არასდროს ულაპარაკია“.
„ის [გიორგი ბაჩიაშვილი] უბრალოდ ქურდი კი არ არის, ის არის აგენტი ქურდი, რომელიც დიდი შანსია, რომ თავის კრიმინალურ საქმიანობასაც სჩადიოდა იმიტომ, რომ მას ამაზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული იმიტომ, რომ ამით მოეხდინა ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და ქართულ პოლიტიკაზე. მისი ეს მცდელობა არის უბრალოდ უაზრო, რადგან ამას ვერ მიაღწევს. რაც შეეხება სამართალს, სამართალი აუცილებლად აღსრულდება“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას უკავშირდება – პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.